თბილისის ვ. კომაროვის №199-ე და ქუთაისის ა. რაზმაძის №41-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლების მე-7 კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა შესარჩევი გამოცდა

ვ. კომაროვის სახელობის თბილისის №199-ე და ქუთაისის ა. რაზმაძის სახელობის №41-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლები იწყებენ მოსწავლეთა მიღებას. 
ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოსწავლეები ჩაირიცხებიან მე-7 კლასში.
მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს დაწყებითი საფეხური, გამოცდისათვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდებზე:rnwww.naec.ge და online.naec.ge 20 ივნისიდან 15 ივლისის 18:00 საათამდე.
ტესტირება მათემატიკაში ჩატარდება 2016 წლის 22 ივლისს შემდეგ საგამოცდო ცენტრებში:
ქ.თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის შენობაში (მისამართი: კოსტავას №77);
ქ. ქუთაისში, ანდრია რაზმაძის № 41 ფიზიკა-მათემატიკურ საჯარო სკოლაში (მისამართი: რუსთაველის ქ. № 127). 
რეგისტრაციის გასავლელად მოწავლეები საგამოცდო ცენტრებთან 14:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ და თან იქონიონ სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა ან პირადობის დამადასრურებელი დოკუმენტი.
ტესტური დავალებების მომზადებასა და გამოცდის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784